- ნეპოტიზმი
- • ლათინური სიტყვაა და ნიშნავს შვილიშვილს, შთამომავალს. ნეპოტიზმი განმარტებულია, როგორც რომის პაპის მიერ შემოსავლიანი და გავლენიანი თანამდებობის დარიგება საკუთარი ნათესავებისთვის; ასევე თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა; ,,ნათლიმამობა”, ,,მამიდაშვილობა”Source: ენცო ლო დატო. პლერმოს ,,კულტურული რევოლუცია”. // თავისუფლება N12 (24), დეკემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003,• ლათინურიდან ნეპოს, მოთხრობითი ბრუნვა ნეპოტის - შვილიშვილი, ძმისშვილი, რომის პაპების მიერ შემოსავლიანი თანამდებობების, უმაღლესი სასულიერო წოდებებისა და მიწების ნათესავებისათვის დარიგება, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით. განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული 15-16 სს-ში; ამ გზით ამაღლდნენ პაპის სანათესაოდან შემდგომში ძლევამოსილი გვარები (ბორგეზე, ლუდოვიზი, ბორჯია და სხვები). თანამედროვე ტერმინოლოგიით, ნეპოტიზმი გულისხმობს თანამდებობების დაკავებას უპირატესად ნათესავების მიერ საერთო და სამართლიანი წესრიგის საწინააღმდეგოდ.Source: თავისუფლება № 1(25), - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.• ნათესავების კერძო ინტერესების პრევალირება სახელმწიფო ინტერესებზე.Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
Georgian encyclopedia. 2013.